ოქტომბრის სავსემთვარეობა 17 ოქტომბერს დადგება, როდესაც 2024 წლის ყველაზე კაშკაშა სუპერმთვარე იქნება.
ოქტომბრის სავსემთვარეობას „მონადირის მთვარეს“ უწოდებენ – ბევრი ცხოველი ამ პერიოდში აქტიურდება და მონადირეებს მთვარის კაშკაშა შუქი ღამით ნადირობაში ეხმარებოდა. აქედან მოდის ეს სახელწოდებაც.
გარდა იმისა, რომ სუპერმთვარე საოცარი სანახაობაა, ის გავლენას ახდენს ზოგიერთ ბუნებრივ მოვლენაზე. ცნობილია, რომ სუპერმთვარეობის დროს მთვარის გაზრდილი გრავიტაციული ძალის გამო ოკეანეების მიქცევა-მოქცევა ძლიერდება. ამ ფენომენმა შეიძლება გამოიწვიოს ოკეანეებში წყლის დონის მატება, ასევე, გარკვეული მეტეოროლოგიური პროცესების გააქტიურება.
სავსე მთვარე ადამიანებზეც მოქმედებს, მათში მღელვარებას იწვევს. ყველაზე მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანებსაც კი უჭირთ აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებების მიღება.
წელს სავსემთვარეობა თვის კოსმოსური „დაძაბულობის ეპიცენტრად“ გადაიქცევა – 17 ოქტომბერს პლუტონი, მარსი, მზე და მთვარე განლაგდებიან ჯვრის კონფიგურაციით, რაც აგრესიული ენერგიის უზარმაზარ მოზღვავებას გამოიწვევს. ასე რომ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და მეტოქეობა; ფრთხილად იყავით მანქანის მართვისას და თავი აარიდეთ ხალხმრავლობას.
კომენტარები