მზეზე ამოფრქვევა 22-დან 26 ოქტომბრამდე იქნება. ეს შტორმი ხანგრძლივი იქნება, მაგრამ სუსტი, მაქსიმუმ, 4 ბალი.
მზის ლაბორატორიის მუშაკები მუდმივად აკვირდებიან მზეს და აფრთხილებენ მოსახლეობას მოახლოებულ საშიშ მოვლენებზე. მაღალი აქტივობის პერიოდში, მზისგან გაოტყორცნილი ენერგია დედამიწაზე წარმოშობს მაგნიტური ქარიშხლებს, რაც მეტეოდამოკიდებული ადამიანებისთვის შეიძლება საშიში იყოს.
მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
თავის ტკივილი
სისუსტე
თავბრუსხვევა
გულისრევა
სახსრებისა და კუნთების ტკივილი
არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)
ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან
გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად – წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ მაინცდამაინც ტკბილი გიყვართ, თაფლით დაატკბეთ;
რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
კომენტარები