ლონდონის იმპერიული კოლეჯის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები გვიჩვენებს ცხად სხვაობას ჯანმრთელი ადამიანის გულსა და იმ ადამიანის გულს შორის, რომელიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს.
სურათზე გამოსახული გული ეკუთვნის ადამიანს, რომელსაც ალკოჰოლური კარდიომიოპათია სჭირს. ეს დაავადება გულს ხელს უშლის, სისხლი სხეულის სხვადასხვა უბანს მიაწოდოს. იმისათვის, რომ გული ასეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, საჭიროა, რომ ადამიანმა 5 წლის განმავლობაში კვირაში 7 ბოთლი ღვინო სვას. გულის ასეთი მდგომარეობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.
ჩვენი გულის ელასტიურობის შენარჩუნებაში გვეხმარება გენი, სახელად ტიტინი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალკოჰოლური კარდიომიოპათიით დაავადებულთა 13.5%-ს ტიტინის მუტირებული ვერსია აქვს. მუტირებული გენი ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნის ალბათობას რამდენჯერმე ზრდის და იგი დიდ ბრიტანეთში ყოველი 100 ადამიანიდან 1-ს აქვს, ანუ დიდი ბრიტანეთის მთლიანი მოსახლოებიდან 600 000 ადამიანს.
კარდიოლოგიის ამერიკული კოლეგის ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევას თუ დავუჯერებთ, მუტირებული გენის მატარებელი ადამიანისთვის ალკოჰოლის საშუალო რაოდენობის მიღებაც საკმარისია იმისათვის, რომ მის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნას. კვლევის ავტორის ჯეიმს ვეირის თქმით, რიგ შემთხვევებში გენეტიკა და ალკოჰოლი ერთად მუშაობენ ჩვენ წინააღმდეგ.
თავის დაზღვევის მიზნით, კვლევის ავტორები გვირჩევენ, რომ კვირის განმავლობაში არ მივიღოთ 6 ქილა ლუდზე ან 10 პატარა ჭიქა ღვინოზე მეტი ალკოჰოლი.
წყარო:On.ge
კომენტარები