მომღერალი ნოდარიკო ხუციშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარი დედის ფოტოს უზიარებს.
როგორც მომღერალი წერს, აღნიშნული კადრი მისთვის ძალიან ძვირფასია, რადგან კარგად ასახავს დედის ემოციებს:
„დედა, ჩემს კონცერტზე სცენის უკან. ამიტომ მიყვარს ფოტოგრაფია. ეს ჩემთვის იმდენად ძვირფასი კადრია, იმდენი რამე ჩანს. ხელებზე ეტყობა, რომ სადღაც სულ ღელავს და სახეზე კმაყოფილება და სიამაყე.
ამდენი რაღაცის ერთდროულად განცდა მარტო დედას შეუძლია და ის რა სახითაც იყურება, მე პატარა სიმშვიდეს მაძლევს, რომ რაღაც მაინც გავაკეთე სწორად.
მადლობა ამ კადრისთვის ლაშა ჩაგელიშვილს. შენც რომ იცი ამ ყველაფრის მნიშვნელობა, ამიტომაც გადაიღე“, – წერს ნოდარიკო ხუციშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები