• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

„ეს არის სიგიჟე, რომელიც მთელი მსოფლიოს კატასტროფა იქნება“ – კულება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე

„ეს არის სიგიჟე, რომელიც მთელი მსოფლიოს კატასტროფა იქნება“ – კულება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე
59 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება კატასტროფა იქნება მთელი მსოფლიოსთვის. UNIAN-ის ცნობით, კულებამ ამის შესახებ ონლაინ განცხადების დროს ისაუბრა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენება მთელ კაცობრიობაზე თავდასხმა იქნება.

„ეს არის სიგიჟე, რომელიც მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება. თუ ის, რასაც ახლა პრეზიდენტი პუტინი აკეთებს, მის მიერ გაჩაღებული ომი, არის შეტევა მსოფლიო წესრიგზე, მაშინ ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება თავდასხმა მთელ კაცობრიობაზე. ეს საკითხი ყველაფრის ფასად უნდა აღიკვეთოს“, – განაცხადა კულებამ.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

აღნიშნული მოქმედებების გამო რუსეთს დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირისა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა რიგი სანქციები დაუწესეს, რაც რუსული ეკონომიკისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია