• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

ეს არის ჩვენი უდიდესი ოპერაცია მსოფლიოში – წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი უკრაინაზე

ეს არის ჩვენი უდიდესი ოპერაცია მსოფლიოში – წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი უკრაინაზე
54 ნახვა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა პიტერ მაურერმა განაცხადა, რომ უკრაინა ორგანიზაციის ყველაზე დიდი ოპერაციაა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტის ცნობით, გაიზარდა დახმარების ბიუჯეტი.

„ჩვენი ბიუჯეტი უკრაინაში 75 მილიონი იყო, დონორებს მისი 150 მილიონით გაზრდა ვთხოვეთ და ახლა ეს დაფინანსება 250 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს. ეს ჩვენი საქმიანობის გაფართოებაში დაგვეხმარება და დონორები ხელს გვიწყობენ ყველაფერში, რაც უკრაინას ეხება. აქამდე წითელი ჯვრის ყველაზე მსხვილ ოპერაციად სირიასა და ავღანეთში მისია ითვლებოდა, რომლის ბიუჯეტიც 180-190 მილიონი შვეიცარიული ფრანკი იყო“, – განაცხადა პიტერ მაურერმა.

მისი თქმით, აქამდე ყველაზე მსხვილ ოპერაციებად სირიასა და ავღანეთში მათი საქმიანობა ითვლებოდა.

„ახლა უკრაინა ჩვენი უდიდესი ოპერაციაა მსოფლიოში“, – აღნიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია