მომღერალი მარიამ როინიშვილი და მისი ქალიშვილი ელენე მახარაძე “რუსთავი 2”-ის შუადღის ეთერს სტუმრობდნენ და როგორც დედა-შვილმა, გულახდილად უპასუხეს შეკითხვებს.
ელენეს ერთადერთი შენიშვნა-რჩევა აქვს დედასთან, რომ ასე ხშირად არ ურეკოს, რაზეც მარიამი პასუხობს, რომ ერთადერთი თხოვნა აქვს, სულ ჩართული ჰქონდეს ელენეს ტელეფონი. “რომ ვიცოდე სად ხარ, ეს ჩემთვის სიმშვიდის გარანტია…” – ამბობს მარიამი.
ელენეს თქმით, ის ძალიან ამაყობს დედით, განსაკუთრებით, როცა მარიამ როინიშვილი სცენაზეა. მარიამი კი აღნიშნავს, რომ ელენეს დაბადებით მისთვის მთელი სამყარო შეიცვალა და სულ სხვა ფერებით დაიწყო მისი აღქმა. იმასაც ამბობს, რომ ელენეს თვისებებიდან მისი დიდსულოვნება მოსწონს და მისთვის ეს უნარი სამაგალითოა.
კომენტარები