• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

„ერთადერთი ეროვნება მაქვს და ისიც უკრაინულია“ – სააკაშვილი წერს თუ რა სამართლებრივი ნორმები ირღვევა მის შემთხვევაში

„ერთადერთი ეროვნება მაქვს და ისიც უკრაინულია“ – სააკაშვილი წერს თუ რა სამართლებრივი ნორმები ირღვევა მის შემთხვევაში
299 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ რა სამართლებრივი ნორმები ირღვევა მასთან მიმართებით.

„რა სამართლებრივი ნორმები ირღვევა ჩემს შემთხვევაში: საქართველოს კანონმდებლობით ყველა პარლამენტის წევრს შეუძლია მომინახულოს ციხეში. უფლება უარყოფილია უკვე 6 თვის განმავლობაში. ასევე, ევროპარლამენტარებსა და აშშ-ს სენატორებს ჩემზე წვდომა შეუწყდათ. ერთადერთი ეროვნება მაქვს – და ისიც უკრაინელია.

ორი სხვადასხვა უკრაინელი სახალხო დამცველი ჩემს ნახვას გასული წლის იანვრიდან ითხოვს – უშედეგოდ. ევროკავშირმა 27 ქვეყნის დემარში გააკეთა, რომ ევროპელი ექიმები ჩემთან შემოუშვან. საქართველოს მთავრობა თანახმაა, მაგრამ 3 თვეა უარს ამბობს კონკრეტულ მიღების ნებართვებზე სხვადასხვა პრეცედენტებით, რაც ევროკავშირისთვის უპატივცემულობაა“, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია