• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 07th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

ემანუელ მაკრონი: აუცრელ ადამიანებს ცხოვრება ძალიან უნდა გავურთულო

ემანუელ მაკრონი: აუცრელ ადამიანებს ცხოვრება ძალიან უნდა გავურთულო
86 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ძალიან გაურთულებს ცხოვრებას იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურთ. ამის შესახებ მაკრონმა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ძალით ვინმეს აცრას არ აპირებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ შესაბამის სტიმულს გაუჩენს აუცრელ ადამიანებს, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებზე მათ წვდომას მინიმუმამდე შეამცირებს.

„მე არ გავუშვებ მათ ციხეში, ამიტომ უნდა ვუთხრათ, რომ 15 იანვრიდან ვერ წავლენ რესტორანში, ვერ დალევენ ყავას, ვერ წავლენ თეატრსა თუ კინოში“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთში ვაქცინაციის დონე ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია: მოზრდილი მოსახლეობის 90% უკვე ორჯერადად არის აცრილი. ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საფრანგეთში ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს ითხოვდნენ, თუმცა „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე ხელისუფლებას სურს, ასეთ ობიექტებში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს მისცეს.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია