• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

ელიავას ბაზრობა დაკეტილია, თუმცა დირექტორი მოვაჭრეებისგან ქირის გადახდას ითხოვს

ელიავას ბაზრობა დაკეტილია, თუმცა დირექტორი მოვაჭრეებისგან ქირის გადახდას ითხოვს
315 ნახვა

ელიავას ბაზრობის ფინანსური დირექტორის სერგი რუხაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აკრძალვების გამო მოვაჭრეებმა ჯიხურები დაკეტეს, თანხა მაინც უნდა გადაიხადონ. ამის შესახებ BM.ge-ი წერს.

სერგი რუხაძის თქმით, სამართლიანი იქნება თუ ბიზნეს სუბიექტები იჯარას სრულად გადაიხდიან.

„ჩემი აზრით, ბაზრობის ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანები იყენებენ თუ არა ამ ეტაპზე თავიანთ ფართებს. ფაქტი ისაა, რომ მათ აქვთ ნაქირავები და ამაში თანხა უნდა გადაიხადონ”,- ამბობს რუხაძე.

როგორც რუხაძე აღნიშნავს, კორონავირუსმა ბაზრობას ძალიან დიდი ზარალი მოუტანა.

„ჩვენი ზარალი არ არის მხოლოდ იჯარა. ჩვენ ვხელმძღვანელობდით სამშენებლო სამუშაოებს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით უცხოელებთან, რომლებსაც ჩვენი აშენებული ფართები უნდა ექირავებინათ.

მოლაპარაკებები შეწყდა, უცხოელები ვეღარ ჩამოდიან, ავაშენეთ შენობები და ვეღარ გავაქირავეთ“, – განაცხადა რუხაძემ.

წყარო: bm.ge

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია