ფოტო: facebook
ეგვიპტეში, ნილოსის დელტის ტერიტორიაზე, თელ ელ-სამარას მიმდებარედ არქეოლოგებმა ნეოლითის ხანის დაახლოებით 7 ათასი წლის წინ არსებული დასახლება აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ის წერს.
ეგვიპტელ და ფრანგ არქეოლოგთა გუნდი ამბობს, რომ აღმოაჩინეს ჭურჭლის, ქვის იარაღების ნარჩენები და ცხოველთა ძვლები.
თუ სოფლის არსებობის თარიღი დადასტურდა, გაირკვევა, რომ ეგვიპტის ეს სოფელი რამდენიმე ათწლეულით ადრე არსებობდა, ვიდრე შვიდიდან ყველაზე ძველი საოცრების, გიზას დიდი პირამიდის მშენებლობას დაიწყებდნენ.
არქეოლოგები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ გათხრებისას მეტ ორგანულ ნარჩენებს იპოვიან. მათი ვარაუდით, უძველესი სოფლის შესწავლა ანტიკური ეგვიპტის სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი კულტურების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოააშკარავებს.
კომენტარები