ეგვიპტეში არქეოლოგებმა უძველესი ყველი აღმოაჩინეს. გათხრები საკარის რაიონში ჩატარდა. აღმოჩენას მეცნიერები 3200 წლით ათარიღებენ. ის იტალიელმა არქეოლოგებმა ერთ-ერთ ნეკროპოლისში იპოვეს.
როგორც ირკვევა, ძველ ეგვიპტეში ყველის დასამზადებლად ერთდროულად თხის და ძროხის რძეს იყენებდნენ. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ყველში ბაქტერიაც აღმოაჩინეს, რომელიც ე.წ. “ხმელთაშუა ზღვის ციებ-ცხელებას” იწვევდა.
კომენტარები