
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ძეგლი დაუდგეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
პუტინის ქანდაკება ბრინჯაოსგან არის დამზადებული და ის სოფელ წორბისში თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯამბოლატ თედეევმა აღმართა.
ცნობისთვის, 2020 წელს თედეევი წორბისში საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის ძეგლს აღმართვის ინიციატივით გამოვიდა. ამ დრომდე საბჭოთა დიქტატორის ძეგლი ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ გამოჩენილა.
კომენტარები