ძილში მუცელზე წოლას ჯანმრთელობისთვის მთელი რიგი პრობლემების შექმნა შეუძლია. ასეთ დასკვნამდე მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ.
კვლევის შედეგების მიხედვით, ასეთ პოზაში ძილმა შესაძლოა ზურგის ტკივილი და კისრისა და სახსრების დაძაბვა გამოიწვიოს.
სპეციალისტები მუცელზე წოლას განსაკუთრებით არ ურჩევენ ორსულ ქალებს, რადგან ამ პოზაში სისხლის მიმოქცევა უარესდება.
იმისათვის, რომ შემცირდეს დატვირთვა ხერხემალზე, ექსპერტები ამ პოზაში დაძინების მოყვარულებს ურჩევენ, რომ მენჯისა და მუცლის ქვედა ნაწილში დამატებითი ბალიში დაიდონ. გარდა ამისა, სასურველია მყარი ლეიბის არჩევა.
კომენტარები