ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია საერთაშორისო დაფინანსება, თანაც ოფიციალური სახელმწიფოებრივი დაფინანსება. პირდაპირ არის შემოჭრა საარჩევნო პროცესში, საარჩევნო მარათონში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, ყველა დონორმა კარგად უნდა გაიაზროს, რას აფინანსებს.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, რაიმე ნიშნით მაინც გაუტოლდეს და გაუთანაბროს თავი, ბნელ წარსულზე აგებულ, აი ამ თვალთმაქცურ ლოზუნგებთან. არ გვინდა, მაგრამ ფაქტია, რომ აი ეს მოხდა. დაფიქრება მართებს ყველა დონორს რას აფინანსებენ. სწორედ ამიტომ გვინდა „გამჭვირვალობის კანონი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოში დანიის საელჩო ამ დრომდე არ პასუხობს „იმედის“ შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა დანიის მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიის ფესტივალზე“ მსჯავრდებულ სააკაშვილის გათავისუფლების ბანერები და ჰქონდა თუ არა ამაზე საელჩოს რეაგირება.
არასამთავრობო ორგანიზაციამ – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.
კომენტარები