კაცი, რომელიც ძაღლთან ერთად მანქანით მაღალ თოვლში გაიჭედა, ხუთი დღის განმავლობაში ტაკოს სოუსს ჭამდა.
BBC-ის ინფორმაციით, პოლიციის განცხადებით ორეგონის შტატის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი შემთხვევის მთავარი მონაწილეები სიკვდილისგან სწორედ სოუსის ჭამამ იხსნა. 36 წლის ჯერემი ტეილორი ძაღლთან ერთად საყიდლებზე წავიდა, თუმცა სახლში აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველებმა დაკარგულებს ხუთი დღის შემდეგ მიაგნეს. კაცი და ძაღლი კარგ ხასიათზე, თუმცა მშივრები იყვნენ.
კომენტარები