დიდი ბრიტანეთი არცერთ რუსულ გემს ქვეყნის პორტებში შესვლის უფლებას აღარ მისცემს. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, გრანტ შაპსმა განაცხადა, მიზეზად კი რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესია დაასახელა.
“გავაფრთხილეთ რუსეთის ლიდერები, რომ უკრაინაზე თავდასხმას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა. საზღვაო სექტორი საერთაშორისო ვაჭრობისთვის უმნიშვნელოვანესია და ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი იმისთვის, რომ შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობები. სწორედ ამ გარემოებებდიან გამომდინარე, ტრანსპორტის სამინისტრო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს რუსული გემების ჩვენი ქვეყნის პორტებში შემოსვლას. ამ მომენტიდან, ჩვენ მოვუწოდებთ ბრიტანულ პორტებს, რომ არ დაუშვან რუსული დროშის ქვეშ მოცურავე, რუსული რეგისტრაციის მქონე ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი გემები. დამატებით დეტალებს კი მალე მოგახსენებთ”. – აცხადებს დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი.
კომენტარები