კომპანია Milbotix-მა SmartSocks-ის სენსორებიანი წინდები შექმნა, რომლებსაც შეუძლიათ დემენციითა და აუტიზმით დაავადებული ადამიანების ცხოვრების ხარისხი გააუჯობესონ.
SmartSocks-ს შეუძლია ტერფებიდან შეაგროვოს ინფორმაცია იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს როგორც მთლიანად ორგანიზმში, ასევე ცალკეულ ორგანოებში, შემდეგ კი სპეციალურ მობილურ აპლიკაციას გადასცეს.
ეს ინფორმაცია სპეციალურ პლატფორმაზე დამუშავდება. ამ პლატფორმაზე მოქმედი ხელოვნური ინტელექტი მონაცემებს შეისწავლის და ანომალიების ან სტრესის ნიშნების აღმოჩენისას, ექიმებს აპლიკაციის საშუალებით გააფრთხილებს.
ეს ტექნოლოგიური სიახლე სამედიცინო დაწესებულებებს და ექიმებს საშუალებას მისცემს, პაციენტების ჯანმრთელობა უფრო ეფექტურად აკონტროლონ, განსაკუთრებით მათი, ვისაც დემენციისა და აუტიზმის მძიმე ფორმების გამო ურთიერთობა და გრძნობების გამოხატვა უჭირთ.
ამჟამად ინგლისის სამედიცინო დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში SmartSocks-ის წინდების ტესტირებები მიმდინარეობს. მათი წარმატებით დასრულების შემდეგ, ვარაუდობენ, რომ მომავალი წლიდან წინდები ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის, ვისაც განსაკუთრებული მოვლა და მხარდაჭერა სჭირდება.
კომენტარები