ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის შვილმა მამის მიერ გაკვალული გზა გააგრძელა და ინგლისურ საფეხბურთო კლუბ ბრენტფორდში თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენტფორდმა სეზონის დაწყების წინ ბეკჰემს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა, თუმცა არცერთ სხვა კლუბთან არ აწარმოებდა ტრანსფერზე მოლაპარაკებას.
როგორც გაირკვა, რომეო ბეკჰემი პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას სრულიად წყვეტს. მან პარიზულ სამოდელო სააგენტოსთან Safe Management გააფორმა ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ფეხბურთის მოედნის ნაცვლად ჟურნალებსა და რეკლამებში ვიხილავთ.
ბეკჰემთან დაახლოებული პირების თქმით, მოდა უკვე დიდი ხანია, რაც მისი გატაცებაა და ეს ზუსტად ის საქმიანობაა, რასაც ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი წყვილის შვილი ყველაზე დიდი სიყვარულით ეწევა.
კომენტარები