დეტროიტის სახლში, სადაც 2018 წლის ზაფხულში მომღერალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა, სამი ანდერძი იპოვეს, – წერს გამოცემა APnews-ი.
მომღერლის ადვოკატის დევიდ ბენეტის განცხადებით, ერთი ანდერძი 2014 წელს, შემედგი ორი კი 2018 წელს არის შედგენილი. ფრანკლინმა მთელი ქონება შვილებს დაუტოვა. ანდერძის იდენტურობის დასადგენად სასამართლოში მოსმენა 12 ივნისს გაიმართება.
ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი არეტა ფრანკლინი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაძარცვეს. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა მომღერლის საბანკო აქტივები გამოიყენეს.
სოულის დედოფლად წოდებულ არეტა ფრანკლინს ანდერძი არ დაუტოვებია. ამის შესახებ Foxnews-მა 2018 წლის სექტემბერში დაწერა.
არეტა ფრანკლინი 31 აგვისტოს დეტროიტში დაკრძალეს. მომღერალი უკანასკნელ გზაზე 130 ვარდისფერი კადილაკის თანხლებით გააცილეს. არტისტი 16 აგვისტოს დეტროიტში 76 წლისა გარდაიცვალა. ლეგენდარულ მომღერალს 2010 წელს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მისი დაკრძალვის შემდეგ მომღერლის ოთხი ვაჟსა და ოჯახის სხვა წევრებს მოუწევთ გაარკვიონ, ვის რა ეკუთვნის მომღერლის $80-მილიონიანი ქონებიდან.
მომღერალი საზოგადოების წინაშე ბოლოს 2017 წლის ნოემბერში, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე გამოჩნდა. ფონდი ელტონ ჯონმა დააარსა.
2008 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა ფრანკლინი ისტორიის უდიდეს მომღერლად დაასახელა.
13 აგვისტოს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
კომენტარები