დეტოქსი – ორგანიზმის გაწმენდის შესანიშნავი საშუალებაა, ასევე შანსი, რათა კუჭ-ნაწლავის სისტემამ და ღვიძლმა დაისვენოს, ბონუსად კი ნელ-ნელა დაიკლებთ წონაში, გამოდევნით ტოქსინებს და ორგანიზმს გაიახალგაზრდავებთ.
გთავაზობთ დეტოქს-სასმლის რამდენიმე რეცეპტს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი:
1. ვაშლი და დარიჩინი.
წვრილად დაჭერით ერთი ვაშლი და დაასხით 500 მლ წყალი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი, გააცივეთ და დალიეთ დღის განმავლობაში. ვაშლისა და დარიჩინის ნარევი დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში.
2. ლიმონის წვენი და თაფლი.
2 ს.კ. ახალდაწურული ლიმონი შეურიეთ 200 მლ თბილ წყალთან, დაამატეთ 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი, 1 მწიკვი დაფქული ჯინჯერი. მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნარევი დაგეხმარებათ საკვების მომნელებელი სისტემის გაწმენდაში და შეგმატებთ ენერგიას.
3. ჯანჯაფილის სასმელი.
ჯანჯაფილის ფესვი (3-4სმ) გაფცქვენით და წვრილად დაჭერით , დასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. გაცივების შემდეგ დაამატეთ ერთი მწიკვი დარიჩინი და რამდენიმე კოვზი ასკილის წვენი მიიღეთ დღის განმავლობაში 100- 150 მლ ჭამამდე ნახევარის საათით ადრე. რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა , საკვების მომნელებელი სისტემა.
4.ჭარხლის წვენი.
მოამზადეთ წვენი 1 ჭარხლის, 2 ვაშლისა და ნიახურისგან, მიიღეთ დღეში 2-ჯერ, 1 ს.კ დილას და საღამოს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
5. ჯანმრთელობის კოკტეილი.
მოამზადეთ წვენი 1 ფორთოხლის, 1 ლიმონისა და 1 სტაფილოსგან შეურიეთ 100 მლ მინერალური წყალი. მიიღეთ უზმოზე ნახევარი საათით ადრე.
კომენტარები