ყველა დედას უნდა, რომ შვილებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღოს, შემდეგ ჩარჩოში ჩასვას და სახლის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას ჩამოკიდოს.
პროფესიონალი ფოტოგრაფი სამანტა ბიშოპიც დედაა, რომლისთვისაც შვილთან ერთად ფოტოების გადაღება ერთგვარი გამოწვევა გახდა, რადგან შვილთან, რომელსაც აუტიზმი აქვს, არავერბალური კომუნიკაციის დამყარება არ შეუძლია.
სამანტამ საკმაოდ კრეატიული გადაწყვეტილება მიიღო და შვილს T-Rex-იანი ფოტოსესია მოუწყო.
“ვინაიდან ლევისთვის არავერბალური კომუნიკაცია არაკომფორტულია, გადავწყვიტე, რომ დინოზავრის ფორმაში გამოვწყობილიყავი. ფოტოები კი მოსალოდნელზე უკეთესი გამოვიდა”, – ამბობს სამანტა.
დედა-შვილის სამახსოვრო ფოტოსერია კი აი ასე გამოიყურება:
კომენტარები