მწერალმა დავით ტურაშვილმა „ფორმულას“ გადაცემა „მე-17 სართული“-ს ეთერში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა და შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც იგი კლინიკაში გადაიყვანეს.
„ეთერიდან, სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ტურიკა!
თქვე ჩმორებო – მიხეილ ყაველაშვილო, დავით კაჭარავა!!!
თქვე მონებო!“, – წერს ინგა სამხარაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, ტურაშვილის კლინიკაში გადაყვანას მისი ოჯახი ადასტურებს.
„ახლა ვესაუბრე მაკა კეკელიძეს, დათო ტურაშვილის მეუღლეს. დათო, ძლიერი ნერვული შეტევის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. ტურაშვილს უმძიმესი ინფარქტი აქვს გადატანილი, შეტევა კი რამ გამოიწვია, მგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს“, – წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.
დავით ტურაშვილის შვილის, ანაკო ტურაშვილის განცხადებით, მწერალი ამჟამად უკეთ არის, თუმცა დღეს მას კლინიკაში დატოვებენ.
„გულის კლინიკაშია, ახლა ნორმალურად არის, მაგრამ ძალიან ინერვიულა და გული აწუხებს, ალბათ, იცით და მაქსიმალურად ყველას ვთხოვ არ დაურეკოთ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ანაკო ტურაშვილმა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
კომენტარები