საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმას სამხედრო დანაშაულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რუსეთის ეს ქმედება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
„უკრაინის მასობრივი დაბომბვა მოხდა, რის შედეგადაც ქვეყნის უმეტესი ნაწილი დარჩა წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი დარტყმა ომის დანაშაულია და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა მაკრონმა.
მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ კიევზე მორიგ იერიშს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა.
კომენტარები