
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ასევე ბევრმა სხვა ქვეყანამ, სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელს მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ 7 ოქტომბერს ისრაელს თავს მოულოდნელად დაესხა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, ისრაელის მიმართ მხარდაჭერა უცვლელი დარჩა, მაგრამ მას შემდეგ რაც ისრაელმა საპასუხო შეტევები დაიწყო ღაზაზე, გაძლიერდა ისრაელის მიმართ მოწოდებები იმის თაობაზე, რომ მან თავი შეიკავოს და ე.წ. ჰუმანიტარული პაუზები გამოიყენოს.
თეთრი სახლის ლიდერი და დიდი ბრიტანეთის პრემიერი ამბობენ, რომ დაცული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებები.
ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ „ჰამასმა“ ალ-შიფაში კრიზისი პროპაგანდისტული მიზეზების გამო შექმნა და საავადმყოფოს ქვეშ გვირაბებს ბაზად იყენებს. „ჰამასი“ ისრაელის ბრალდებას უარყოფს.
კომენტარები