10 სექტემბრიდან დანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გარდა ამისა, მთავრობამ COVID-19 სოციალურად საშიში დაავადებების სიიდან ამოიღო.
„ნაწილობრივ ეს უკავშირდება ვაქცინაციის ფართო გავრცელებას, ნაწილობრივ კი ეპიდემიის მკაცრ კონტროლს“, – აცხადებენ უწყებაში. ჯანდაცვის მინისტრმა, მაგნუს ჰოინიკემ ქვეყანაში ვაქცინაციის დონეს „ძალიან მაღალი“ უწოდა.
ჰოინიკეს განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდვითარება მოულოდნელად გაუარესდება, შეზღუდვები შესაძლოა კვლავ დაწესდეს.
კომენტარები