ფლორიდაში 47წლის ქალი მეგობრის მკვლელობის გამო დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ქალმა მეგობარი ჩემოდანში ჩაკეტა. შემთხვევა 2020 წლის თებერვალში მოხდა.
პოლიციამ გარდაცვლილი მამაკაცი სახლში, ჩემოდანში იპოვა. პოლიციას ქალი უმტკიცებდა, რომ ისინი დამალობანას თამაშობდნენ.
როგორც სარა ამბობდა, თავიდან ორივეს გაეცინა, როდესაც მამაკაცი ჩემოდანში ჩაჯდა და იქ მოთავსება შეძლო.
მაგრამ, მალე მამაკაცის ტონი შეიცვალა, როდესაც მიხვდა, რომ ეს თამაში აღარ იყო. იმ საღამოს წყვილმა ვიდეოც გადაიღო, სადაც ჩანს, როგორ ეხვეწება კაცი მეგობარს, რომ გამოუშვას ჩემოდნიდან. მას შემდეგ, რაც მამაკაცი ჩემოდანში ჩაკეტა, სარა მეორე სართულზე ავიდა, შხაპი მიიღო და დასაძინებლად მოემზადა.
„ვერ ვიჯერებდი, რომ ის ჩემოდანში მოთავსდებოდა“,- თქვა სარა ბუნმა სასამართლო პროცესზე.
როგორც პროკურორები ამბობენ, ქალმა, სავარაუდოდ, მოკლა თავისი მეგობარი მსგავსი თამაშის გამოყენებით.
ქალი ამტკიცებდა, რომ მამაკაცი მას შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა და ჩემოდანში ჩაკეტვით იგი შეძლებდა პარტნიორთან საუბარს, რადგან იგი „ვერ შეძლებდა გარეთ გამოსვლას“.
სარას თქმით, ის ფიქრობდა, რომ მისი მეგობარი თავად შეძლებდა ჩემოდნიდან გამოსვლას, ამიტომაც ავიდა დასაძინებლად.
კომენტარები