2,6 მილიარდი წლის წყალი კანადის ონტარიოს პროვინციაში, ქალაქ ტიმინის სიახლოვეს, დედამიწის ზედაპირიდან რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.
წყალი გრანიტის კლდის ნაპრალებში იმ დროს წარმოიქმნა, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში თავისუფალი ჟანგბადიც კი არ არსებობდა.
ეს იყო დედამიწის გეოლოგიური ისტორიის უძველესი არქეული ერა ანუ ყველაზე ძველი ერა დედამიწის ისტორიაში, სიცოცხლის დასაბამის ხანა. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 2,3 მილიარდი წელიწადი გაგრძელდა.
არქეულ ერაში წარმოიქმნა არქეული ჯგუფის ქანები, რომლებშიც ორგანიზმთა ნაშთები ძალზე იშვიათია. პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმები თითქმის მილიარდი წლის შემდეგ გამოჩნდნენ, ხოლო პირველი, უმარტივესი წყალმცენარეები, ნახევარი მილიარდი წლის შემდეგ.
2,6 მილიარდი წლის წყალს გემო მისმა აღმომჩენმა, პროფესორმა ბარბარა შერვუდ ლოლარმა გაუსინჯა. მისი თქმით, სითხე ბლანტი და მარილიანი იყო – დაახლოებით, ნეკერჩხლის სიროფის მსგავსი.
გრანიტის კლდის ნაპრალებში აღმოჩენილი წყალი თავიდან გამჭვირვალე იყო, მაგრამ ჰაერთან შეხებისთანავე მასში დაჟანგვის პროცესი დაიწყო და წყალი ნარინჯისფერი გახდა.
კომენტარები