• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

დალაი-ლამას ტესტი – როგორ დაგახასიათებდათ ტიბეტელი ბუდისტი

დალაი-ლამას ტესტი – როგორ დაგახასიათებდათ ტიბეტელი ბუდისტი
456 ნახვა
13 shares
  • Facebook13
  • Twitter
  • LinkedIn

მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი პასუხების ჩასაწერად. დალაი-ლამას ტესტი სულ სამი კითხვისაგან შედგება, თუმცა პასუხების ჩანიშვნა ტესტის ბოლომდე მოგიწევთ. პასუხები აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. მხოლოდ ასე გაარკვევთ, როგორი ხართ სინამდვილეში. კითხვებს თანამიმდევრობით უპასუხეთ. მომდევნო კითხვები წინასწარ არ წაიკითხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორ პასუხს ვერ მიიღებთ. დავალება შეასრულეთ დაკვირვებით და აუჩქარებლად!

1. ქვემოთ ჩამოთვლილი ცხოველები ჩამოწერეთ მათდამი თქვენი დამოკიდებულების მიხედვით (რომელი მოგწონთ უფრო მეტად და ა. შ.):
ა) ძროხა;
ბ) ვეფხვი;
გ) ცხვარი;
დ) ცხენი;
ე) ღორი.

2. თითოეულ ობიექტს მიუწერეთ თითო განსაზღვრება (რომელიმე ერთი ზედსართავი სახელი):
ა) ძაღლი;
ბ) კატა;
გ) ვირთხა;
დ) ყავა;
ე) ზღვა.

3. თითოეულ ფერს მიუსადაგეთ ვინმე, ვინც თქვენთვის ძვირფასია:
ა) ყვითელი;
ბ) ნარინჯისფერი;
გ) წითელი;
დ) თეთრი;
ე) მწვანე.

კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი პასუხებს, დარწმუნდით, რომ ისინი ნამდვილად შეესაბამება თქვენს განცდებს.

ახლა კი – შედეგები:
1. როგორი ხართ ცხოვრებაში, რა არის თქვენი პრიორიტეტი:

  • ძროხა – კარიერა;
  • ვეფხვი – თავმოყვარეობა/ღირსება;
  • ცხვარი -სიყვარული;
  • ცხენი – ოჯახი;
  • ღორი – ფული.

2. თქვენი დახასიათება-განსაზღვრებები არის აღწერა…

  • ძაღლი – საკუთარი თავის;
  • კატა – პარტნიორის;
  • ვირთხა – მტრის;
  • ყავა – სექსისადმი თქვენი ინ­ტ­ერესის;
  • ზღვა – თქვენი ცხოვრების.

3. თქვენი ფერები – თქვენს ცხოვრებაში არსებული ადამიანები:

  • ყვითელი – ის, ვინც არასოდეს დაგივიწყებთ;
  • ნარინჯისფერი – ის, ვინც საუკეთესო მეგობრად მიგაჩნიათ;
  • წითელი – ის, ვინც ნამდვილად გიყვართ;
  • თეთრი – თქვენი სულიერი “ტყუპისცალი”;
  • მწვანე – ის, ვინც სიცოცხლის ბოლომდე გემახსოვრებათ.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია