თინუსის სალათის რეცეპტს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, ევროპული სამზარეულოს მზარეულ ალექსანდრე კოშკელოვის გვიზიარებს.
თინუსის სალათის მოსამზადებლად საჭიროა:
- სალათის ფურცლები – 60 გრ;
- სტაფილო – 20 გრ
- წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა – 40 გრ;
- მჟავე კიტრი – 20 გრ;
- დაკონსერვებული თინუსი – 1 ცალი;
- სეზამის მარცვალი – ნახევარი ჩაის კოვზი;
- კვერცხი – 1 ცალი;
- დრესინგი (სპეციალური სოუსი).
მომზადების წესი:
დაწეწილი სალათის ფურცლები მოათავსეთ ჯამში.
დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, მჟავე კიტრი, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა.
დაჭერით მოხარშული კვერცხი (ჯერ შუაზე და მერე სიგრძეზე).
მოასხით სპეციალური სოუსი, კარგად ამოურიეთ და გადაიტანეთ სასალათეზე.
გახსენით დაკონსერვებული თინუსი, გადაუწურეთ წყალი და თინუსის ნაჭრები სასალათეზე მოთავსებულ მასას გვერდებში ლამაზად მოუწყვეთ.
ბოლოს მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
სოუსი:
- მაიონეზი – 50 გრ;
- ტკბილი მდოგვი – ნახევარი ჩაის კოვზი;
- მეოთხედი ლიმონის წვენი;
- გატარებული ნიგოზი – 10 გრ;
- სოიოს სოუსი – 10 გრ.
- მარილი – გემოვნებით.
ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ და სულ ეს არის
ის არა მხოლოდ თინუსის, არამედ სხვა სალათებზე მოსასხმელადაც გამოგადგებათ.
შენიშვნა:
დაკონსერვებული თინუსის სალათს მარილის დამატება არ სჭირდება, რადგან მჟავე კიტრი მარილიანია და სალათზე მოსასხმელი დრესინგიც მარილს შეიცავს.
თინუსის სალათის გასაფორმებლად შეგიძლიათ, მოხარშული კვერცხი გამოიყენოთ – დაჭერით მოხარშული კვერცხი ოთხ ნაწილად და მოუწყვეთ სალათს გარშემო.
სალათის მოსამზადებლად 10 წუთიც საკმარისია.
გემრიელად მიირთვით!
კომენტარები