
დაკარგული თუთიყუში სახლში 4 წლის შემდეგ დაბრუნდა – ინგლისურთან ერთად, ის ახლა ესპანურადაც ლაპარაკობს. აფრიკული თუთიყუში, ნაიჯელი, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. ერთ დღესაც იგი გაუჩინარდა, რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ პატრონს, დარენ ჩიკს, იმედი აღარ ჰქონდა, რომ ოდესმე დაიბრუნებდა.
4 წლის შემდეგ დარენი ადგილობრივ გაზეთში დაკარგული თუთიყუშის შესახებ ინფორმაციას გადააწყდა. ამბავს ფოტოც თანდართული ჰქონდა. ეს მართლაც ნაიჯელი აღმოჩნდა – არავინ იცის, სად იყო თუთიყუში წლების განმავლობაში, მაგრამ ფაქტია, მას ესპანურად ესაუბრებოდნენ და, შედეგად, ნაიჯელი ახლა ერთით მეტ ენას ფლობს.
„გაზეთში განცხადებას წავაწყდი. მისი ნახვისთანავე ავტორს დავუკავშირდი და შეხვედრა დავთქვით. მეგონა, მთელი ეს დრო დაკარგული ნაიჯელი მან შეიფარა, მაგრამ აღმოჩნდა, თავადვე იგი ქუჩაში იპოვა და სახლში წაიყვანა, შემდეგ კი გაზეთში განაცხადა. როდესაც ნაიჯელს ვეკითხები, თუ სად იყო გასულ წლებში, პასუხად სახელს მიბრუნებს და “ლარის” ახსენებს. არ ვიცი, ვინაა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ესპანური დაასწავლეს. რაც მთავარია, თუთიყუში თავის ნამდვილ სახლს დაუბრუნდა”, – ამბობს დარენი.
კომენტარები