• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

“დაბრუნდი ცოცხალი უკრაინიდან” – უკრაინა რუსი სამხედროების ოჯახებისთვის ცხელ ხაზს ქმნის

“დაბრუნდი ცოცხალი უკრაინიდან” – უკრაინა რუსი სამხედროების ოჯახებისთვის ცხელ ხაზს ქმნის
46 ნახვა

უკრაინა რუსი სამხედროების ოჯახებისთვის ცხელ ხაზს ქმნის. ამ ცხელი ხაზით რუსეთის მოქალაქეები შეძლებენ მოიპოვონ ინფორმაცია დაღუპულ, ტყვედ ჩავარდნილ და დაჭრილ რუს სამხედროებზე. ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს. მისი თქმით, ცხელი ხაზი დღეს, 26 თებერვალს საღამოთი ამუშავდება.

“ცხელ ხაზს ერქმევა “დაბრუნდი ცოცხალი უკრაინიდან. ამ ცხელ ხაზზე თქვენ შეძლებთ იკითხოთ ცოცხლები არიან თუ არა თქვენი ახლობლები, ჩავარდნენ ტყვედ, თუ დაჭრილები არიან. გადაჭრათ საკითხი, როდის შეძლებთ თქვენი დაღუპული ნათესავის გვამი წაიღოთ.

თუ თქვენი ნათესავი ტყვედ ჩავარდა, შეძლებთ მოკლე შეტყობინება დაუტოვოთ თქვენს ქმარს, შვილს.” – წერს გერაშენკო.

ანტონ გერაშენკოს თქმით, ამ საკითხზე ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია