კიბოთი დაავადებულმა ჰეიდი ლოულინმა ქიმიოთერაპიის გადაუდებელი კურსი ფეხმძიმობის გამო შეწყვიტა, თუმცა 12 კვირის ჩვილი მაინც დაიღუპა.
ამბავი კი ასე დაიწყო: ფეხმძიმობიდან სამი თვის შემდეგ, ჰეიდიმ აღმოაჩინა, რომ ძუძუს კიბო ჰქონდა და ექიმებმა ქიმიოთერაპიის სასწრაფო დაწყება ურჩიეს. მაგრამ იმის გამო, რომ ქიმიოთერაპიის კურსი მის ნაყოფს ზიანს მიაყენებდა, ექიმებმა მას ფეხმძიმობის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს. თუმცა ჰეიდიმ კიბოს მკურნალობის ნაკლებად ეფექტური მეთოდი აირჩია, რომელიც მის შვილს საგრძნობ ზიანს არ მიაყენებდა.
როდესაც ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ჰეიდის მიერ არჩეული მკურნალობის მეთოდი არაეფექტური იყო და არც უკეთესი შედეგი მოჰქონდა, მისი მკურნალობა გაცილებით ძლიერი წამლებით გადაწყვიტეს. ამიტომ ჰეიდის საკეისრო კვეთის გაკეთება მოუწია. მან გოგონა ელი ლუის სმიტი გააჩინა.
ახალშობილის გარდა, კიდევ ორი შვილის დედამ თავის ბლოგზე დაწერა, როგორ დადგა დილემის წინაშე პირისპირ – თუ იგი ახალ წლამდე ფეხმძიმობას შეინარჩუნებდა, როგორც ამას გეგმავდა, ეს არ იქნებოდა მისი გამოჯანმრთელებისთვის გამოსავალი.
მიუხედავად იმისა, რომ თავის ბლოგზე, ბავშვის უსაფრთხოდ დაბადების შესახებ დაწერა, რამდენიმე დღეში, ამავე ბლოგზე, გამოაქვეყნა ლექსი, სადაც ჩვილის დაღუპვის შესახებ წერდა.
როგორც ჩანს, გოგონა 8 დღის იყო, როცა დაიღუპა. ჰეიდი ასევე წერდა, რომ იგი სამი შვილის დედაა და არა მხოლოდ ორის, რომ ის აუცილებლად გათავისუფლდება ამ სენისგან სწორედ პატარა ელის გამო, რადგან დედას შვილი მუდამ გვერდით ჰყავს.
კომენტარები