
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას გაუგზავნა 1 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი, რომლებსაც როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის იყენებს – ამის შესახებ გამოცემა bloomberg სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
არსებული ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოდან მოყოლებული, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის ფედერაციაში იარაღის 1-მდე ტვირთი გაიგზავნა.
„ეს საბრძოლო მასალები დაახლოებით ორთვიანი დაბომბვისთვის იქნებოდა საკმარისი. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში აგრეთვე გაგზავნა მრჩევლები საბრძოლო მასალის გამოყენების საკითხებში“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა იუ სანგ-ბამმა, რომელმაც სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ისაუბრა.
კომენტარები