ჩინური კომპანიის Betavolt-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სმარტფონის ბირთვული ბატარეის პროტოტიპი შექმნეს, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში იმუშავებს. ამის შესახებ The Independent-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აკუმულატორის ზომა 15/15/5 მილიმეტრია. ის ბირთვულ იზოტოპებს შეიცავს, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ბატარეა აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან მასზე ვერც ჰაერის ტემპერატურა და ვერც სხვა ბუნებრივი ფაქტორები იმოქმედებს.
Betavolt-ში ასევე განმარტავენ, რომ მოწყობილობის უტილიზაციაც არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან ექსპლუატაციის ვადის ამოწურვამდე ყველა რადიოაქტიური ელემენტი დაიშლება.
კომენტარები