• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

ჩინეთმა პუტინს თავშეკავებისკენ მოუწოდა

ჩინეთმა პუტინს თავშეკავებისკენ მოუწოდა
46 ნახვა

ჩინეთმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის თავშეკავებისკენ მოუწოდა, იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გუშინ გააჟღერა და რომლის თანახმად, პუტინმა თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს უბრძანა, რუსეთის ფედერაციის შემაკავებელი ძალები გადაიყვანონ სამხედრო სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმში.

პუტინის თქმით, ის აამუშავებს შეკავების სტრატეგიულ ძალებს, რაც ბირთვული იარაღის გამოყენებასაც გულისხმობს.

„ყველა მხარე უნდა იყოს მშვიდად, თავშეკავებული, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია. ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას სამხედრო დაპირისპირების განმუხტვისა და მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა.

ვანგ ვენბინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი და რუსეთი არიან „სტრატეგიული პარტნიორები“, მაგრამ არა „მოკავშირეები“.

„ჩინეთი თითოეულ შემთხვევაში საკუთარ პოზიციას და პოლიტიკას განსაზღვრავს“, – დასძენს  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია