ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება დაარწმუნა, რომ ჩინეთი როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მზადყოფნაშია გამოიყენოს ყველანაირი ძალისხმევა იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, კულებამ ჩინელ კოლეგასთან საუბარში ხაზი გაუსვა ჩინეთის დისტანცირებას ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს უკრაინაში ჩინეთის თემის უსაფრთხოება. ამ კონტექსტში, კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩინეთის და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არის მათი მთავრობების ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
კომენტარები