ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დაბადების დღეს გილოცავ, დე. 41 წლის წინ უბედნიერესი ვიყავი, მის შემდეგ სულ ერთად ვართ, 7 წელია ფიზიკურად დავშორდით, მაგრამ შენ მაინც ჩემთან ხარ. მენატრები უსაზღვროდ. ჩემი იმედი ხომ გაქვს, შენს საფიცარ ცოტნეს ყველაფერს გავუკეთებ, სანამ შევძლებ, მიყვარხარ“, – წერს ექიმი.
ცნობისთვის, მარინა ენდელაძეს შვილი 2017 წლის 16 სექტემბერს გარდაეცვალა.
კომენტარები