გვარამიას მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი, მაგრამ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი როგორ მისცემს ხმას მურთაზ ზოდელავას და ნიკანორ მელიას? – ასე გამოეხმაურა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ახალ პოლიტიკური გაერთიანებას.
ჩარკვიანის თქმით, მისთვის გაუგებარია რა პერსპექტივას ხედავს გვარამია მელიასთან გაერთიანებაში.
„ნიკა გვარამია დამენანა, ჯერ ერთი, ინტელექტუალური ცდომილებაა, საკმაოდ გონიერი ადამიანი მგონია, რა პერსპექტივას ხედავს? გამორიცხულია არ იცოდნენ, რომ ის გუნდი, ვინც მიხეილ სააკაშვილს აძლევს ხმას, ის სააკაშვილს მისცემს ხმას, ხოლო გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას ყოფილ პროკურორებს, ყოფილ განათლების მინისტრს. ნიკა გვარამიას მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შუაში ხალხი სიმპათიით არის განწყობილი მის მიმართ. მათ ხომ შუა ხმებზე აქვთ პრეტენზია? გადაუწყვეტელი ამომრჩეველი როგორ მისცემს ხმას მურთაზ ზოდელავას და ნიკანორ მელიას?“ – აცხადებს ჩარკვიანი.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ 11 მარტს ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია გამართეს, რომლის საარჩევნო ნომერი იქნება 4, პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა კი სავარაუდოდ მომავალ თვეში გაიმართება.
კომენტარები