
მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ოპოზიციას 2%-იანი ბარიერი პარლამენტში არეულობის მოსაწყობად სჭირდება. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ რადიკალური და ხელმოცარული ოპოზიციის პარლამენტი ყოფნა ქვეყანას დააზიანებს.
იქ ხომ არის, ოპოზიცია იყოფა ახლა, მე ასეთი გრადაცია მაქვს: არიან რადიკალი, ხელმოცარულები, არიან კონსტრუქციულები და არიან ჩახდილები. რადიკალ-ხელმოცარულებს და ჩახდილებს საერთო ინტერესი აქვთ. რა არის ეს ინტერესი? რომ აქ ქაოსი მოაწყონ, არეულობა პარლამენტში და ახლა უნდათ, რომ 2%-მდე დაიყვანო ბარიერი, რომ უფრო მეტი ხელმოცარულები იყვნენ და არ არის ასე. ქვეყნის ინტერესებში არ შედის ხელმოცარულების და აი, ამ ქაოსის და არეულობის მომხრენი შევიდნენ პარლამენტში, – ამბობს ზარქუა. “ქართული ოცნებამ” კიდევ ერთი პირობა დაარღვია – სარჩევნო ბარიერი არ დაიწევა. საკითხი ისე დახურა, რომ ამ თემაზე კონსულტაციებიც კი არ გაუმართავს. ივანიშვილის პარტია არ არის თანახმა, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, მთავრობა კი ოპოზიციასთან ერთად დააკომპლექტოს.
კომენტარები