• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday 02nd December 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • კონფლიქტები
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

ბუენოს აირესში თბილისის სკვერი გაიხსნება

ბუენოს აირესში თბილისის სკვერი გაიხსნება
427 ნახვა
7 shares
  • Facebook7
  • Twitter
  • LinkedIn

ბუენოს აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტის გადაწყვეტილებით, არგენტინის დედაქალაქში თბილისის სკვერი გაიხსნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს ბუენოს აირესის პარლამენტის წარმომადგენლებმა ამცნეს. არგენტინელ პარლამენტარებთან შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა.

ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანცისკო კინტანამ საქართველოს ელჩს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემული საზეიმო სიგელი გადასცა, რომლის საფუძველზეც ბუენოს აირესში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნება. ელჩმა მადლობა გადაუხადა ბუენოს აირესის პარლამენტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და მათი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას“” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში

 

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია