ჰარლი ბიორდს 9 წლის ემილია ბია სმიტი შეცვლის. ის მეოთხე მსახიობი იქნება, რომელიც საკუთარ ხმას პოპულარული ბრიტანული მულტფილმის გმირ გოჭ პეპას აჩუქებს, ამის შესახებ BBC წერს.
19 წლის ჰარლი ბიორდი გოჭ პეპას 10 წელი ახმოვანებდა. მულტფილმის შემქმნელების განცხადებით, მსახიობმა პეპას გახმოვანება უნიკალურად შეძლო. „გოჭი პეპას“ პირველი სეზონი 2004 წლის 31 მაისს გამოვიდა. მაშინ გოჭს ლილი სნოუდენ-ფაინი ახმოვანებდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სათამაშოების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Hasbro „გოჭი პეპას“ (Peppa Pig) მფლობელ კომპანიას 4 მილიარდ დოლარად შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
კომენტარები