
უკრაინაში, თელაველი მსახიობი და მომღერალი დაიღუპა. 45 წლის ზვიად აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს, მისი მეგობრები ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, მსახიობის სიცოცხლე რუსეთ-უკრაინის ომს შეეწირა. მეგობრები წერენ, რომ აბაშიძე რუსეთ-უკრაინის საზღვართან, შეტაკებისას მოკლეს, რა დროსაც ბრძოლის ველიდან დაჭრილები გამოჰყავდა.
„მშვიდობით, ჩემო მეგობარო,ჩვენი ტკბილხმიანი ზვიადი აღარ გვყავს”- წერს ერთ-ერთი მათგანი.
ზვიად აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს, მომღერლები, მსახიობები, კომპოზიტორებიც ეხმაურებიან.
ზვიად აბაშიძე, წლების წინ, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში წამყვან როლებს თამაშობდა. მოგვიანებით, ის თბილისში გადავიდა, შემდეგ კი, საქართველო დატოვა.
კომენტარები