ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 62,290 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1,171 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 8 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 200,000-ს აჭარბებს.
კომენტარები