
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Facebook-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ქართველ ხალხს ქართულ ენაზე მიმართავს:
„ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით“, – წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონის მიწვევით საფრანგეთში გაემგზავრა და მასთან შეხვედრა გამართა.
კომენტარები