
რუსმა მილიარდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპიდან ათობით მილიარდი დოლარის აქტივები გაიტანეს. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
გასულ თვეში United Medical Group CY Plc-ისა და MD Medical Group Investments Plc-ის აქციონერებმა იგორ შილოვმა და მარკ კურცერმა ევროპიდან თავიანთი აქტივები გაიტანეს.
„ეს ხელს შეუწყობს აქტივების მთლიანი ღირებულების გაზრდას. ახლა უმდიდრეს რუსებს სულ უფრო ნაკლები ადგილი აქვთ თავიანთი სიმდიდრის დასაბანდებლად, რადგან ბევრი მათგანი შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სანქციების ქვეშ იმყოფება“, – წერს გამოცემა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსმა ოლიგარქებმა კვიპროსში, ჯერსიში და შვეიცარიაში რეგისტრირებული აქტივები კრემლის მიერ მეგობრულად მიჩნეულ ქვეყნებში გადაიტანეს.
მილიარდერმა ანდრეი გურიევმა და ლითონის მაგნატმა ვიქტორ რაშნიკოვმა აქტივები ევროპიდან კვლავ რუსეთში გადაიტანეს.
კრემლი ახორციელებს ზეწოლას რუსეთის უმდიდრეს მოქალაქეებზე, რათა თავიანთი აქტივებით სამშობლოში დაბრუნდნენ.
აგვისტოში პუტინმა მთავრობას დაავალა შექმნას მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთს აღადგინოს კონტროლი რუსულ კომპანიებზე.
ივნისში ევროკავშირმა დაასკვნა, რომ მას არ შეუძლია ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების კანონიერი კონფისკაცია.
კომენტარები