4 სექტემბერს მთელი მსოფლიო ზეიმობს, რადგან ამერიკელი პოპ-დივა ბიონსე ნოულსი 37 წლის გახდა. მუსიკოსის დაბადების დღეზე, მისმა დედამ, თინა ნოულსმა ბიონსეს 4 თვის ასაკში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
“დაბადების დღეს გილოცავ, შენ მსოფლიოში ყველაზე კეთილი, ლამაზი, გულუხვი და მოსიყვარულე გული გაქვს. ყოველთვის იმაზე ფიქრობ, როგორ გააუმჯობესო შენს გარშემო გარემო. ხანდახან არც კი მჯერა, რომ მსოფლიოში ამდენი საოცარი ადამიანია და ღმერთმა შენი დედობისთვის მე ამარჩია”, – წერს ის.
წყარო:On.ge
კომენტარები