უკანასკნელი ორი წლის მანძილზე შოუ-ბიზნესის ორ გავლენიან ოჯახს შორის დაძაბული ურთიერთობა სუფევდა როგორც იქნა, ყინულმა ლღობა დაიწყო: რამდენიმე საათის წინ კეინი უესტმა ინსტაგრამზე ბიონსეს და ჯეიზის სურათი განათავსა და დაასათაურა: „ოჯახი“. გულშემატკივრებმა ისიც კი აღნიშნეს, რომ ბიონსეს ფოტოზე კეინის კოლექციის ფეხსაცმელი აცვია.
ორმა რეპერმა ერთმანეთი 90-იან წლებში გაიცნო. 2011 წელს ერთობლივი სინგლი Niggas in Paris ჩაწერეს. ურთიერთობის გაფუჭება 2014 წელს დაიწყო, როცა კარტერები კარდაშიან-უესტის ქორწილში არ გამოცხადდენ. ბიონსეს კიმი და მისი სკანდალური რეპუტაცია არასდროს მოსწონდა და მის შოუში მონაწილეობაც არ სურდა. 2 წლის შემდეგ, კეინიმ სცენაზე ყოფნისას განაცხადა, რომ მისი ბავშვები ჯეიზის ბავშვებთან არასდროს ითამაშებდნენ. ამას ინსტაგრამ ომი მოყვა, რომელიც გასულ წელს ჯეიზიმ ინტერვიუში გაანეიტრალა: „კეინი ჩემი ძმაა. დიახ, ჩვენ რთული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მე ის ნამდვილად მიყვარს“.
როგორც ჩანს, წყვილებმა წარსული დაივიწყეს და კვლავ მეგობრები არიან.
კომენტარები