ამერიკული სერიალი დიდი აფეთქების თეორია თავისი ფინალური სეზონის ბოლო ეპიზოდით 2019 წელს გავა. CBS-მ და სერიალზე მომუშავე ჯგუფმა საერთო განცხადებაში ფანებს მადლობა გადაუხადეს.
აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სიტკომის ბოლო, მე-12 სეზონი 24 სექტემბერს გამოვა და სავარაუდოდ, მაისამდე გაგრძელდება.
სერიალის სიუჟეტი კალიფორნიაში ვითარდება და ფოკუსირებულია ორ ფიზიკოსსა და მათ მსახიობ მეზობელზე.
დიდი აფეთქების თეორიას წელიწადში 18 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ოფიციალური ცნობებით, სერიალის მეთერთმეტე სეზონის ერთ ეპიზოდს, საშუალოდ, 18,6 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც ამერიკული ტელევიზიის შოუების ისტორიაში უდიდესია.
სერიალს ყველა სეზონის განმავლობაში 7 ემი და 46 ნომინაცია ჰქონდა.
წყარო:On.ge
კომენტარები