„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე წარუდგინა.
პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ გაიმართა „ქართული ოცნების“ რიგით მერვე ყრილობა, სადაც აირჩიეს პარტიის ახალი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე.
ხელახლა უცვლელი შემადგენლობით დამტკიცდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს და სარევიზიო კომისიის შემადგენლობები.
ამის შემდეგ პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტს წარუდგენს, რომელსაც ჯერ ბიურო, შემდეგ კი კომიტეტები განიხილავენ.
ამის შემდეგ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება.
კომენტარები